
პრეზიდენტი: "მოწოდება არ გამიკეთებია არავის მიმართ, ბავშვებისთვის რატომ უნდა გამეკეთებინა?"
05/12/2024 18:41:46 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას არ მოუწოდებია სკოლის მოსწავლეებისთვის აქციებზე გამოსულიყვნენ.
„ეს "პოსტი" იყო ინგლისურ ენაზე და მოწოდებები საქართველოში ინგლისურად არ კეთდება სოციალურ ქსელში, რომელიც არის უცხოელებისთვის. ეს პოსტი იყო აღწერა, რომ სკოლებშიც დაიწყო იგივე, რაც ხდება. ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ მე ვარ დედა და ბებია და შემიძლია, მოვუწოდო სკოლის ბავშვებს გამოვიდნენ… გაოგნებული ვარ, საპატრიარქოში რომ ვინმეს შეიძლება, სჯეროდეს, ეს მოწოდება გავაკეთო. მოწოდება არ გამიკეთებია არავის მიმართ არც ბებიებისთვის არც ბაბუებისთვის, არც ზრდასრულებითვის და ბავშვებისთვის რატომ უნდა გამეკეთებინა? მე იქ ვწერ, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში. არ იყო მოწოდება, ტყუილად ნუ მოეკიდებით სისულელეებს“, – განაცხადა მან „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში.
ზურაბიშვილმა 2 დეკემბერს X-ზე ინგლისურად შემდეგი "პოსტი" გამოაქვეყნა:
"უნივერსიტეტების შემდეგ, სკოლების ჯერია, გამოუცხადონ სოლიდარობა საპროტესტო აქციებს მთელ საქართველოში“.