
პრეზიდენტი: ჩვენ ფეხბურთზე და ოლიმპიადაზე მართლაც ვიყავით გაერთიანებული და არავის ჰქონდა უფლება, ეს დაეშალა, თუმცა ეს დაშალა საარჩევნოდ "ოცნებამ"
05/12/2024 19:13:58 პოლიტიკა
"მე ამ პროტესტში არავინ არ ჩამირთავს, ახალგაზრდები და ბავშვები ამ მოძრაობაში იმან ჩართო, ვინც საქართველო რუსეთისკენ წაიყვანა. მარო მაყაშვილზე რომ ვლაპარაკობთ, ვინ იყო მარო მაყაშვლი? გამახსენეთ. ეს იყო იმ დროინდელი ახალგაზრდები, რომლებმაც ვერ აიტანეს, რომ რუსეთი შემოდიოდა საქართველოში დასაპყრობად. მე არავისთვის მოწოდება არ გამიკეთებია და ცხოვრებაში არ გავაკეთებ იმიტომ, რომ თუ რამის მჯერა ყველაზე მეტად ეს არის ადამიანის თავისუფლება. ყველას თავისი გზა და არჩევანი აქვს. მოწოდებაზე თუ გადავალთ აბა, ახლა ვთქვათ ვინ მოუწოდა ჩვენს სპოტსმენებს, რომ შემოსულიყვნენ პოლიტიკაში, ვინ ჩართო ეს ხალხი პოლიტიკაში? ვინ შემოიყვანა ეს ხალხი პარლამენტში ან რა ესაქმებათ მათ პარლამენტში? ეს არ არის ერის დაყოფა? სპორტსმენებს შეუძლიათ, იყვენენ პოლიტიკაში, მაგრამ არ უნდა ჩართო, არ უნდა დაყო. მთელი ჩვენი სტორია აჩვენებს, რომ საქართველო არის ძლიერი, როცა არის ერთიანი, ჩვენ გვქონდა და გვაქვს პოლარიზაცია, მაგრამ ჩვენ გვქონდა ის ბედნიერება, რომ ორ მომენტში – ფეხბურთზე და ოლიმპიადაზე მართლაც ვიყავით გაერთიანებული და არავის არ ჰქონდა უფლება, რომ ეს დაეშალა. ეს დაშალა საარჩევნოდ "ოცნებამ". სხვას არავის არ გამოუყენებია პოლიტიკურად ეს ადამიანები", – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა.