Accentnews.ge
კალაძემ მარგველაშვილს "პოლიტიკური პლასტელინი" უწოდა

კალაძემ მარგველაშვილს "პოლიტიკური პლასტელინი" უწოდა

17/02/2020 11:47:17 საშინაო პოლიტიკა

მმართველი პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს "პოლიტიკური პლასტელინი" უწოდა.

„რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკაში, მე მივესალმები ამას. თუმცა კონკრეტულად ამ შემთხვევაში და იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც მარგველაშვილის მხრიდან მოვისმინეთ, გეტყოდით ჩემს პოზიციას: პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია, რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების; მათ შორის - სააკაშვილთანაც. მისი განცხადება მოვისმინეთ და დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. “როცა საკითხი ეხება დემოკრატიული დღის წესრიგის გაღრმავებას, მზად ვარ, ველაპარაკო ყველა პოლიტიკურ ფიგურას, მათ შორის სააკაშვილს, თუ მას ხედვა აქვს დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით", – განაცხადა მარგველაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S