Accentnews.ge
პრეზიდენტი: პრემიერი უნდა გადადგეს, 2 კვირაში უნდა დავნიშნო ხელახალი არჩევნები - ეს არის კომპრომისი

პრეზიდენტი: პრემიერი უნდა გადადგეს, 2 კვირაში უნდა დავნიშნო ხელახალი არჩევნები - ეს არის კომპრომისი

05/12/2024 19:31:58 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსავალია პრმიერ-მინისტრის გადადგომა და ახალი არჩევნების დანიშვნა.

არჩევნები არის აუცილებელი, როდესაც ქვეყანა არის კრიზისში [...] პრემიერი, რომელმაც ვერ გადაწყვიტა კრიზისი და მხოლოდ იცის ხალხის მიმართ მუქარა და რაღაცები და არანაირად პოლიტიკური კომპრომისის ძებნა, უნდა იყოს შეცვლილი და როგორც კი გადადგება ეს პრემიერი, 2 კვირაში მე უნდა დავნიშნო არჩევნები. უნდა იყოს ერთად მოლაპარაკებული, როგორ უნდა ჩატარდეს შემდეგი არჩევნები. ეს არის კომპრომისი, ეს არის დეპოლარიზაცია, ეს არის ქვეყნისთვის გამოსავალი, ეს არის სტაბილურობა, ეს არის მშვიდობა, ეს არის ქვეყნის მომავალი, რომელიც იქნება ურყევი, თავისუფალი და დემოკრატიული", - თქვა პრეზიდენტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S