
პრეზიდენტი: პიროტექნიკა რომ შეიძლება, იყოს საფრთხის შემცველი მესმის, მაგრამ ეს ხომ არ არის პრობლემა? ვნახეთ როგორ მოდიოდნენ ჯარები ხალხზე, როგორ დასდევენ და არ აცლიან, რომ ხალხი დაბრუნდეს სახლში
05/12/2024 20:05:40 პოლიტიკა
"ვითარების ესკლაცია პიროტექნიკით იწყება?", – ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტ თამთა სანიკიძეს, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ "მომიტინგეების ნაწილის მხრიდან იყო გამოყენებული პიროტენიკა, სხვადასხვა საგანი, რაც ბუნებრივია, ვითარების ესკალაციას იწვევს".
იგი დაიტერესდა პრეზიდენტის პასუხით კითხვაზე, ჯდება თუ არა პიროტენიკის გამოყენება გამოხარტვის ნორმებში.
პრეზიდენტმა საპაუსხოდ შემდეგი განაცხადა:
- "მე ნანახი მაქვს არაერთი დემონსტრაცია სხვადასხვა ქვეყანაში, პირველ რიგში, – საფრანგეთში, როდესაც აქციის მონაწილეები არცერთ მანქანას, არცერთი მაღაზიის შუშებს არ აზიანებენ. ისინი გამოდიან ძალიან მშვიდობიანად ოჯახებით. აქციებზე ცეკვავენ და მღერიან. ჩვენ გვახსოვს [საქართველოში გამართული] ზაფხულის აქციები. რატომ შეიცვალა? ვინ გამოიყვანა ეს რობოკოპები? ვინ გააბრაზა ხალხი? რატო გააბრაზეთ ხალხი? არ არსებობს ქართველი, რომელიც არ გაბრაზდება, როდესაც უცებ გრძნობს, რომ დამოუკიდებელი თავისუფალი ქვეყანა ეცლება ხელიდან და ვბრუნდებით რუსეთში. მეც არ მომწონს პიროტექნიკა. მეშნია ყოველთვის ახალ წელსაც. პიროტექნიკა რომ შეიძლება, იყოს საფრთხის შემცველი მესმის, მაგრამ ეს ხომ არ არის პრობლემა? ვნახეთ როგორ მოდიოდნენ ჯარები ხალხზე, როგორ დასდევენ, მეტროშიც დასდევენ, როგორ დასდევენ სახლებში, როგორ შედიან სახლებში ღამე, როგორ არ აცლიან, რომ ხალხი დაბრუნდეს სახლში. მე არ ვიცი ქვეყანა სადაც ასეთი მშვიდობიანი აქციებია".
იგი ასევე გამოეხმაურა "ოცნების" ლიდერების განცხადებებს, რომლის თანახმად, გუშინდელი აქცია დაშლის გარეშე დასრულდა, რაც მანამდე გატარებულმა შესაბამისმა ღონისძიებებმა განაპირობა.
პრეზდენტი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები პროპაგანდაა.
- "მე ეს რომ გავაკეთე, ამიტომ მე დღეს აღარ დავარბიე და თურმე მშვიდობიანია – ეს არის პროპაგანდა. და რომ არცერთ დღეს არ დაერბია? არ იყო არაფერი გამოყენებული დასაწყისში, შეიძლებოდა, ამ პროტესტის ბოლომდე მიშვება იმიტომ, რომ ხალხი გამოდის და აპროტესტებს ძალიან წყნარად. მე თვითოონ ვარ მისული იმ აქციაზე. ჩემმა დაცვამ რომ ნებართვა მომცა მივსულიყავი, ესე იგი არაფერი არ ხდებოდა. მივედი და რობოკოპები იდგნენ იქ. რატომ, რა საჭირო არის? ხომ ფაქტია, ხომ ყველა ხედავს, ხომ მთელი მსოფლიო გმობს ამ რეპრესიებს, თუნდაც სახალხო დამცველი, რომელიც დიდად დამოუკიდებელი და დიდად ოპოზიციური ნამდვილად არ არის, დამოუკიდებელი – ზოგჯერ კი და ზოგჯერ არა, იმანაც ხომ თქვა, რომ წამების მომენტებია. მე ხომ არ მითვქამს. მე ხომ მაბრალებთ, რომ არ ვარ ობიექტური და გეთანხმებით, შეიძლება, არ ვარ – როცა საქართველოს ეხება და რუსეთს, აღარ ვარ ობიექტური და ამისთვის თუ ბოდიში უნდა მოვიხადო, საზოგადოებას მოვუხდი და არა რუსეთს", – დასძინა მან.