
პრეზიდენტი განმარტავს, რატომ ახსენა „სომხური კარუსელი"
05/12/2024 20:17:42 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განმარტა, რატომ ახსენა „სომხური კარუსელი".
„მინდა, ვუთხრა ჩვენს მეზობელ სომხებს, სადაც ასევე ტრიალებს რუსული პროპაგანდა, არანაირი ეთნიკური ნიშანი არ ჰქონდა „სომხურ კარუსელს“. ეს არის ტერმინი, რომელიც მე მოვისმინე მაშინ, როცა პირველად ჩამოვედი საქართველოში, შევარდნაძის პერიოდი იყო. ასევე ტარდებოდა [არჩევნები] სააკაშვილის პერიოდში და მე თუ არ ვცდები, ამას სომხეთში ეძახიან „ქართულ კარუსელს“. ეთნიკური მომენტი სულ არ არის ამაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
არჩევნებთან დაკავშირებით „სომხური კარუსელის" ხსენების გამო პრეზიდენტი არმენოფობიაში დაადანაშაულეს.