Accentnews.ge
პრეზიდენტი: რაც არ უნდა მოვისმინო მე ჩემს თავზე, მაინც ვთვლი, რომ უფრო ღირებულია გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, ვიდრე ამის შეზღუდვა

პრეზიდენტი: რაც არ უნდა მოვისმინო მე ჩემს თავზე, მაინც ვთვლი, რომ უფრო ღირებულია გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, ვიდრე ამის შეზღუდვა

05/12/2024 20:38:48 პოლიტიკა

"თუ ბულინგზე ვილაპარაკებთ, ყველას აქვს მოთმინების ვალდებულება. მე მგონი. ჩემზე რაც იქნა ნათქვამი ბოლო 6 წლის თუ 13 წლის მანძილზე, ყველაფერი მაქვს მოსმენილი, ყველაფერი იქნა დაწერილი და ნათქვამი სხვადასხვა არხზე. და მეტიც, რაც მიუღებელია და იმ ადამიანებისგან, რომელთაც აქვთ პრეტენზია, რომ წარმოადგენენ რაღაცას, ქართულ ტრადიციებს, კულტურას და ა.შ. მთავარი ბულინგია იმაზე, რომ ბებერი არის. მე მეგონა, რომ ქართულ კულტურაში პირიქით იყო და ხანში შესული ადამიანების მიმართ იყო პატივისცემა. იმის თქმა მინდა, რომ თუ ხარ თანამდებობაზე, ბულინგის არ უნდა გეშინოდეს, უნდა მიიღო ეს ბულინგი და უნდა მოინელო, გაატარო, იმიტომ რომ ეს არაა მთავარი და ესაა ჩვენი ვალდებულება ყველასი, ვინც ვართ თანამდებობებზე, რომ მოვითმინოთ, ბულინგი იქნება, კრიტიკა თუ ლანძღვა. მე რაც მაქვს მოსმენილი, არ მინდა, კიდევ ერთხელ გავიემორო. მე მაქვს უფლება, ვთქვა, რომ ყველამ უნდა მოვითმინოთ. რაც არ უნდა მოვისმინო მე ჩემს თავზე, მაინც ვთვლი, რომ უფრო ღირებულია გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, ვიდრე ამის შეზღუდვა, იმიტომ რომ ვიღაცას დისკომფორტს უქმნის, ძნელი ასატანია, უზრდელობა არის, მიუღებელია ზოგჯერ... მაინც თავისუფლება, თავისუფლებას ფასი არ აქვს, ყველაფერი უნდა მოითმინოთ ამის გამო“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S