მთავარეპისკოპოსი ზენონი: დაუყოვნებლივ შეჩერდეს წამება, ვალდებული ვართ, ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ

06-12-2024 02:13:51 საზოგადოება

ადგილი აქვს ჩვენი თანამემამულეების წინააღმდეგ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, რასაც ადასტურებს არაერთი მსხვერპლი - ამბობს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული).

ის მიმართავს შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს წამება.

მთავარეპისკოპოსი სახელმწიფოს ახსენებს საკუთარ ვალდებულებებს.

„ამ დროისათვის გავრცელებული არაერთი ინფორმაციით ადგილი აქვს ჩვენი თანამემამულეების წინააღმდეგ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, რასაც ადასტურებს არაერთი მსხვერპლი.

საქართველოს კონსტიტუციის 8,9,10 მუხლები, აგრეთვე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების მუხლი 1.1 ავალდებულებენ სახელმწიფოს და ეკლესიას იხელმძღვანელონ და დაიცვან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ქრისტიანული მოძღვრება. მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფო შეერთებულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კონვენციას და აღიარებს კონვენციით გათვალისწინებულ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის კომპეტენციას. მივმართავ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს წამება. ვალდებული ვართ ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ“, - წერს მთავარეპისკოპოსი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები