ზელენსკი: "პუტინისთვის საქართველოს ინტერესების მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს"

06-12-2024 09:55:49 პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირების შესახებ.

მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს „მათ წინააღმდეგ, ვისაც ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს“.

„საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

იგი მსგავსი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს:

„მნიშვნელოვანია, რომ იგივე პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღონ ჩვენმა პარტნიორებმა მსოფლიოში - როგორც ევროპელებმა, ისე ამერიკელებმა და, ზოგადად, ყველამ, ვინც პატივს სცემს ქვეყნების დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობას“, - დასძინა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები