06-12-2024 10:31:50 პოლიტიკა
ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი აცხადებს, რომ ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით.
„მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველებს. ეს ნიშნავს სანქციებს „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ, ახალ, სამართლიან არჩევნებს, უნდა შეწყდეს ძალადობა დემონსტრანტების, აქტივისტების, ჟურნალისტების წინააღმდეგ, დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.
მისი თქმით, ყოველ საღამოს, ყოველ ღამით ათასობით ქართველი ქუჩებში გამოდის დემოკრატიის დასაცავად, საკუთარი ევროპული მომავლის დასაცავად.