06-12-2024 11:29:00 საზოგადოება
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კომპანია "ზედაზენიც" ეხმაურება.
კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს სვლა ევროპისკენ ქართველი ხალხის ისტორიული ნებაა, რომელიც გამოხატულია ქვეყნის კონსტიტუციაში, შესაბამისად, მას უნდა ემსახურებოდეს ხელისუფლება.
მკაცრად ვგმობთ მოქალაქეებზე ნებისმიერი ფორმით ძალადობასა და სისასტიკის გამოვლენას. ცემა, სახლებში შევარდნა, მასობრივი დაკავებები, განსხვავებული აზრის დევნა - კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიის მშენებელი საზოგადოებისათვის.
საქართველოს მომავალი ევროპაშია!".
ცნობისთვის: თბილისში და საქართველოს ქალაქების ნაწილში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან არ წყდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.