06-12-2024 11:44:33 პოლიტიკა
სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს, რომ ორპარტიული სენატორთა ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.
შაჰინი აღნიშნავს, რომ კონგრესი გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას.
"დღეების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა იყენებს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც უგულებელყოფს ქართველთა დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს, რომლებსაც მომავალი ევროკავშირში სურთ. ქართველი ხახლის მიმართ არის ძლიერი, ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერა. ეს უნდა იყოს შეხსენება „ქართული ოცნებისთვის“, რომ აშშ-ის პოლიტიკა უცვლელი დარჩება უახლოეს თვეებში", - ნათქვამია განცხადებაში.
სენატორები იმედოვნებენ, რომ აშშ–ის გადაიდგმება ნაბიჯები სანქცირების პროცესის დასაჩქარებლად.