
გვარამია სასამართლოში გადაიყვანეს
06/12/2024 08:35:54 პოლიტიკა, საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი დაიწყო. ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
გვარამია მარნეულიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს.
სასამართლოში შეკრებულები არიან მისი ოჯახის წევრები და მეგობრები.
მათი თქმით, პროცესის დაწყების მცდელობა იყო ისე, რომ ინფორმირებული არ იყო არც ოჯახი და არც ინტერესების დამცველი. გვარამიამ ადვოკატის დასწრება მოითხოვა.
"დილიდან დაიწყეს რეკვა ჩვენმა ადვოკატებმა იზოლატორსა და სასამართლოში, რომ გაგვეგო, რა დროს იყო ჩანიშნული პროცესი, რომ მარტო არ მოსულიყო ადამიანი აქ, არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. იყო მომენტი, რომ იზოლატორში გაგვითიშეს მიზეზით, თითქოს ხმა არ ისმოდა, შემდეგ დადმოგვირეკეს და "უი, ნიკა უკვე გაუყვანიათ". ამის შემდეგ გვქონდა კომუნიკაცია სასამართლოსთან, სადაც პროცესი უკვე ჩანიშნული იყო, თუმცა მოსამართის თანაშემწეს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომელ საათზე იქნებოდა...კანონი ამ ქვეყანაში არ არსებობს",- თქვა გვარამიას ცოლმა.
ცნობისთვის: ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს "დროას" ოფისთან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.