Accentnews.ge
ცეცხლაძის მამა: ზვიადმა არ მოაწერა ხელი ჩხრეკის ოქმს, „ბევრი რაღაც თავად მოიყოლესო“

ცეცხლაძის მამა: ზვიადმა არ მოაწერა ხელი ჩხრეკის ოქმს, „ბევრი რაღაც თავად მოიყოლესო“

06/12/2024 09:30:23 საზოგადოება

„დაფიონის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ზვიად ცეცხლაძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 6 დეკემბერს, 14:00 საათისთვის ჩაინიშნა. მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების სახეზე იმსჯელებს. ცნობილია, რომ მას ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

"მხნედაა, შემოგვითვალა - "მშობლებმა არ ინერვიულონო",- ამბობს ცეცხლაძის მამა.

„ბრალის დადგენილებაში ისეთი ფორმულირებებია, თითქოს დიდი ტერორისტი დააკავეს - ადამიანი, რომელიც ყველაფერს ორგანიზებას უწევდა, თავად გეგმავდა, ახორციელებდა, შეიარაღებულ თავდასხმებს აწყობდა, ასაფეთქებელ ნივთიერებებს ამზადებდა - ამ ყველაფერს ერთობრლივად რომ გადახედოთ ... თავად მუხლი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 19 წლის ბიჭისთვის ასეთი ბრალის წაყენება, რომელიც იმავდროულად არის ჯავახიშვილის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, სკოლა წარჩინებით დაამთავრა, სწავლას მოწყურებული, სამშობლოზე შეყვარებული ბიჭი გამოჰყავთ ტერორისტად და საზოგადოებას წარუდგენენ, თითქოს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს ხელისუფლების გადატრიალებას. ეს უკვე სხვა შეფასების საგანია, როგორი ხელისუფლება გვყავს და რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მისგან ეს არ ყოფილა. დიახ, აქტიურად ჩართულია პროტესტში, არ მალავს და ლაივშიც განაცხადა. ეს ძირითადად ემსახურებოდა, რობოკოპებისგან თავდასხმის შემთხვევაში როგორ მოხდეს თავდაცვა - როდესაც აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იქნები, როგორ დაიცვა თავი. საუბარია იმ წესებსა და მეთოდებზე, ცოცხალმა როგორ დააღწიო თავი ამ საშინელებას, რასაც დილამდე ატრიალებს ეს ხელისუფლება პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ",- თქვა ცეცხლაძის მამამ ზურა ცეცხლაძემ და დასძინა, "მისი ცხოვრების კრედო არის სამშობლო, იცოდეს ყველამ. ეს არის ბავშვი, რომელიც ხვალ გარე მტერთან დახვედრა რომ დასჭირდეს ქვეყანას, ყველაფერს გვერდზე გადადებს, იარაღს მოკიდებს ხელს და პირველ რიგებში ჩადგება საბრძოლველად“.

ცეცხლაძე ამბობს, რომ ჩხრეკის პროცესი ადვოკატის თანდასწრების გარეშე ჩატარდა:

"ჩხრეკას რაც შეეხება, ადვოკატი არ დაასწრეს, „დაგვიანებით მოვიდა და პროცესს თავიდან ვერ დავიწყებთო“. ეს არის დარღვევა. ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით უნდა მოხდეს, ხოლო თუ პროცესი დაიწყო, უნდა შეუერთდეს და გავლილი პერიოდი გააცნონ.

რაც შეეხება "მოლოტოვის კოქტეილებს", ნახევრად დამზადებულია, ზოგან ზეთოვანი სითხე ასხია, ზოგან ბენზინი - ხუთ ბოთლზეა საუბარი, რომელსაც არ აქვს დასრულებული სახე. ზვიადმა არ მოაწერა ხელი ჩხრეკის ოქმს, რადგან „ბევრი რაღაც თავად მოიყოლესო“ - კატეგორიულად აცხადებს, რომ მისი არ არის და სახლში არ ქჰონია ეს ნივთები".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S