პაპუაშვილი: 2-3 ადამიანის მხრიდან ჭარბი ძალის გამოყენება ვინმეს აძლევს უფლებას, რომ ქართული პოლიცია ტერორის ქვეშ მოაქციონ?!

06-12-2024 14:06:41 პოლიტიკა ,ციტატა

"ვიხილეთ რამდენიმე ინციდენტი, სადაც აშკარად ჩანს, რომ მოხდა ძალის გადამეტება და თავისთავად ეს შემთხვევები ამიტომაც არის შემდეგ გამოძიების საგანი, რომ დადგინდეს რა მოხდა, რა ვითარება იყო, ვინ ჩაიდინა ეს ყველაფერი და შესაბამისი რეაქცია გვქონდეს, თუმცა, მე მგონი, ისიც ფაქტია, რომ ეს იყო ცალკეული ინციდენტი. [...]

რაც შეეხება სიების დადებას და იდენტიფიცირებას. [...] 2-3 ადამიანის მხრიდან ჭარბი ძალის გამოყენება ვინმეს აძლევს რაიმე უფლებას, რომ ქართული პოლიცია ტერორის ქვეშ მოაქციონ?! მით უმეტეს, ქართველი პოლიციელების ოჯახის წევრები ტერორის ქვეშ ჰყავდეთ?!,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

28 ნომებრიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე წყვეტს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, პროტესტი არ წყდება.

პირველი ექვსი ღამის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლსა და დიდი რაოდენობით ცრემლმდენ აირს. მასობრივ ძალადობაზე საუბრობენ ჟურნალისტები და დაკავებული დემონსტრანტები.

აქციების დაშლისას დაკავებულია 300-ზე მეტი დემონსტრანტი. ბოლო ორი დღეა შსს-ს დაკავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ განცხადება აღარ გაუვრცელებია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები