Accentnews.ge
6 დეკემბრის მონაცემებით, პროევროპულ აქციებზე, ადმინისტრაციული წესით 338 ადამიანია დაკავებული

6 დეკემბრის მონაცემებით, პროევროპულ აქციებზე, ადმინისტრაციული წესით 338 ადამიანია დაკავებული

06/12/2024 10:25:01 საზოგადოება

6 დეკემბრის მონაცემებით, პროევროპულ აქციებზე, რვა დღის განმავლობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულია 338 პირი, მათგან 5 6 დეკემბრის ღამეს დააკავეს,- ამის შესახებ "აქცენტს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

დაკავებულებს სამართალდამცავების ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას.

დაკავებულების სასამართლო პროცესები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

დაკავებულთა უმეტესობა საუბრობს საპოლიციო ძალების მხრიდან, რომელთა იდენტიფიცირებაც მოქალაქეებისთვის შეუძლებელია, არ აქვთ რა მათ არანაირი მაიდენტიფიცირებადი ნიშნები ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე არა მხოლოდ დაკავებისას, არამედ დაკავების შემდეგ. მათ ვიზუალურად აღენიშნებათ მძიმე დაზიანებები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე 319 განცხადებაა შესული. ამ დრომდე არც ერთი პირის იდენტიფიცირების შესახებ არ გამხდარა ცნობილი.

გარდა ამისა, 20-ზე მეტი ადამიანია დაკავებული სისხლის სამართლის წესით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S