კობახიძე: ხელოვანთა ჩართვა მაიდნის მოწყობაში იყო უცხოური დაფინანსების ერთერთი მთავარი ორიენტირი

06-12-2024 14:43:23 პოლიტიკა ,ციტატა

"თქვენ გახსოვთ კანვასის ტრენინგები, მაგალითად. მაშინ ტრენინგებს უტარებდნენ ძირითადად ხელოვნების, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ კანვასის ტრენინგების მიზანი იყო ხელოვნების ჩართვა რევოლიციურ პროცესებში, ამას მოჰყვა ირონიული საპასუხო განცხადებები. თუმცა, ჩვენ დღეს ვხედავდით ამ ერთი კვირის განმავლობაში, რომ სწორედ კულტურის სფეროს წარმომადგენლები გამოჰყავდათ წინა პლანზე ამ რევოლუციის მოწყობის მცდელობის დროს. მინდა გაგახსენოთ რობერტ ფიცოს ათწუთიანი ვიდეო, სადაც ის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს თეატრებზე, იმაზე, თუ როგორ ხდება თეატრების ჩართვა ასეთ პროცესებში, სიძულვილის დათესვაში, აგრესიის დათესვაში, თქვენ ხედავდით, რომ ამ კუთხითაც განსაკუთრებით გააქტიურეს ეს მიმართულება ჩვენს ქვეყანაში და კანვასის ტრენინგების შემადგენლობას თუ გაიხსენებთ, ძალიან კარგად იკვეთება შესაბამისი მიმართულებები. ხელოვანთა ჩართვა მაიდნის მოწყობაში იყო უცხოური დაფინანსების ერთერთი მთავარი ორიენტირი",- ამტკიცებს "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები