
ქურდოვანიძე: საგამოძიებოს სტატისტიკით, არცერთი შეტყობინება დაზიანებების შესახებ სასამართლოს მხრიდან არ არის დაფიქსირებული
06/12/2024 11:05:28 საზოგადოება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ არც ერთი შეტყობინება დაკავებული დემონსტრანტების დაზიანებების შესახებ, რომელთა სასამართლო პროცესები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ხშირად დაკავებულები მძიმე დაზიანებებით, სისხლიანი ტანსაცმლითაც კი სხედან სასამართლოს დარბაზებში, სასამართლოს მხრიდან არ არის დაფიქსირებული.
"მოსამართლეებს ის თუ არ შეუძლიათ, დაკავებულების საქმეები ობიექტურად განსაჯონ, ის მაინც გააკეთონ, რომ ნაცემი და ნაწამები დაკავებულები რომ მიჰყავთ მასთან დარბაზში, ამის შესახებ აცნობონ საგამოძიებო ორგანოებს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოაქვეყნა გუშინ სტატისტიკა და არცერთი შეტყობინება დაზიანებების შესახებ სასამართლოს მხრიდან არ არის დაფიქსირებული. წამებაზე დროული რეაგირებისა და პრევენციისათვის აქვს მოსამართლეს ვალდებულება, რომ ჯეროვანირეაგირება მოახდინონ, როდესაც პირს ემჩნევა არასათანადომოპყრობის კვალი და მოსამართლეს, წარმოექმნა ან უნდა წარმოქმნოდა ეჭვი, რომ პირი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას",- ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.