Accentnews.ge
სასამართლომ ნიკა გვარამიას 12 დღით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ნიკა გვარამიას 12 დღით პატიმრობა შეუფარდა

06/12/2024 11:27:49 პოლიტიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და სახდელის სახით 12– დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.

“გაუმარჯოს საქართველოს, სიკვდილი მონებს”,- განაცხადა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია პარტია “დროას” ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დააკავეს. ადგილზე მყოფ სამართალდამცველებსა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც იგი დააკავეს.

ცნობისთვის: ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S