
"პუბლიკა": ცისფერ გალერეასთან ჩვენს ჟურნალისტს მინდია გაბაძეს თავს დაესხნენ
06/12/2024 11:42:34 საზოგადოება
„პუბლიკა" აცახდებს, რომ გამოცემის ჟურნალისტს მინდია გაბაძეს ცისფერ გალერეასთან თავს დაესხნენ.
მისი ცნობით, შემთხვევა ცისფერ გალერეასთან მოხდა, როცა მინდია გაბაძე საპროტესტო აქციას აშუქებდა.
"ჟურნალისტის თქმით, თავდამსხმელს ეცვა შავები და ჰქონდა დაფარული სახე. პოლიციას, რომელიც იქვე იყო, მოძალადის დაკავება არ უცდია. ისინი მანქანიდან არც კი გადმოსულან. ცისფერ გალერეასთან საპროტესტო აქციის გაშუქების დროს „პუბლიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს „ქართული ოცნების” „ტიტუშკა” ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციას მოძალადე არ დაუკავებია", – იუწყება „პუბლიკა".