
ევროპარლამენტის პრეზიდენტი – ქართველ ხალხს მიმართავს: "ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ და გვესმის თქვენი"
06/12/2024 12:32:44 პოლიტიკა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბისვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ქართველ ხალხს მიმართავს.
"ახლახანს ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ქართველ ხალხს მივმართავ: ჩვენ ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი.ვრჩებით საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერები", - წერს მეცოლა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: თბილისში და საქართველოს ქალაქების ნაწილში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან არ წყდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.