
სალომე ზურაბიშვილი: „პროტესტი საქართველოში“ ხდება „ტერორი საქართველოში“
06/12/2024 12:42:56 პოლიტიკა
„პროტესტი საქართველოში“ ხდება „ტერორი საქართველოში“, დაიწყო თვითნებური დაპატიმრებები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, "ადამიანებს აპატიმრებენ არანაირი სხვა მიზეზით, გარდა იმისა, რომ აქციებზე დაფიქსირდნენ".
„საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, პოლიტიკოსებს აპატიმრებენ არანაირი სხვა მიზეზით, გარდა იმისა, რომ აქციებზე დაფიქსირდნენ. ბრალდებული ტერორიზმში, პოტენციური სასჯელი - 9 წელი!“- წერს პრეზიდენტი.