Accentnews.ge
ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის პრეზიდენტები საქართველოში ვიზიტს განიხილავენ

ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის პრეზიდენტები საქართველოში ვიზიტს განიხილავენ

06/12/2024 14:07:34 პოლიტიკა

ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტები საქართველოში ვიზიტს განიხილავენ მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით.

როგორც 6 დეკემბერს პრესკონფერენციაზე განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები განიხილავენ შესაძლებლობას, დეკემბერში საქართველოს ეწვიონ.

„ეს შესაძლებლობა კვლავ ღიაა და ამას პრეზიდენტ დუდასთან ერთად განვიხილავთ“, - თქვა ნაუსედამ ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტ ნაუსედას განცხადებით, ბალტიის ქვეყნები ემხრობიან ევროკავშირის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების დაწესებას:

„რაც უფრო ერთიანები ვიქნებით საქართველოსთან დაკავშირებით გადასადგმელ ნაბიჯებზე - არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნები, არამედ მთელი ევროკავშირი - მით უფრო ეფექტურად შევძლებთ ევროპის პოლიტიკის გატარებას. ამიტომ ვემხრობი სანქციების დაწესებას ევროპულ დონეზე. მაგრამ თუ ევროკავშირი გამოაცხადებს სანქციებს და შემდეგ ამას ვერ განახორციელებს, ეს სანდოობის დაკარგვას გამოიწვევს, და ჩვენ ეს ნამდვილად არ გვსურს“, - განაცხადა მან და დასძინა, „მზად ვარ, რომ ეს საკითხი წამოვწიო ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე“.

მისი თქმით, საქართველოში არსებული ამჟამინდელი ვითარება „სრულიად განსხვავდება“ 2008 წლის რეალობისაგან:

„[2008 წელს] რუსეთი შეიჭრა ქვეყანაში და მოახდინა მისი ოკუპაცია. საზოგადოება ერთიანად აღუდგა წინ ოკუპანტსა და აგრესორს. ამჯერად ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოება ორადაა გაყოფილი. ჩვენ ვგმობთ საქართველოს ზოგიერთი თანამდებობის პირის რიტორიკას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული და [ეს განცხადებები] კონსტიტუციასთაინ წინააღმდეგობაში, საქართველოს საზოგადოებასთან წინააღმდეგობაში მოდის“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S