Accentnews.ge
ზვიად ცეცხლაძე: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

ზვიად ცეცხლაძე: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

06/12/2024 15:13:08 საზოგადოება

ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონის" დამფუძნებელმა, 19 წლის ზვიად ცეცხლაძემ 6 დეკემბრის სასამართლო პროცესზე, რომელზეც მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახეზე მსჯელობდნენ, სიტყვით ისარგებლა.

„მხნედ იყავით, ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება, მათ შორის სამართლებრივი კუთხით“, - თქვა ცეცხლაძემ.

მან თქვა, რომ საქართველოში დემოკრატია დასრულდა, მისი ნებისმიერი ქმედება კი "წინააღმდეგობაა სამართლებრივი სახელმწიფოსთვის".

მან, ასევე მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და მოუწოდა, რომ "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი".

მან გაიხსენა გაზაფხულზე "აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართული აქციები და მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებს დაფიქრება სთხობა:

"ახალგაზრდები, რომლებიც აქციებზე ცეკვავდნენ, მღეროდნენ და თამაშობდნენ, უცებ ფიქრობენ, რომ გამოიყენონ პიროტექნიკა, ფიქრობენ, რომ აუცილებელია, შეეწინააღმდეგონ პოლიციას. მსურს რომ ამაზე დაფიქრდეთ, საზოგადოება რატომ მივიდა აქამდე, რა ალტერნატივა დაუტოვა სახელმწიფომ? რა ალტერნატივა დაუტოვა, მათ შორის სასამართლომ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვიან სამშობლოსთვის. ჩემი პოზიცია არის შემდეგი: საქართველოში დემოკრატია დასრულდა, სამართლებრივი რეჟიმი, ყველაფერი გათელილია და საზოგადოებას, მათ შორის, მეც გვრჩება ერთადერთი, საერთაშორისო სამართლის გამოყენება და წინააღმდეგობის გაწევის უფლება. შესაბამისად, ჩვენი ნებისმიერი ქმედება არის წინააღმდეგობა იმისთვის, რომ შენარჩუნდეს სამართლებრივი სახელმწიფო, დაცული იყოს აბსოლუტურად ყველა ადამინის უფლება", - თქვა მან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ აღკვეთის წონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა „დაფიონის“ დამფუძნებელ სტუდენტს, 19 წლის ზვიად ცეცხლაძეს და მასთან ერთად დაკავებულ პირებს. ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. ბრალდება 6-დან 9- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ბრალდება 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S