Accentnews.ge
ქაჯაია: ვხედავ, რომ ადამიანები კვდებიან - ადამიანები, რომლებმაც სოლიდარობა ვერ გამოაცხადეს და ეს ყველაზე საშინელია

ქაჯაია: ვხედავ, რომ ადამიანები კვდებიან - ადამიანები, რომლებმაც სოლიდარობა ვერ გამოაცხადეს და ეს ყველაზე საშინელია

06/12/2024 15:35:24 საზოგადოება

მსახიობების საპროტესტო მსვლელობამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლა.

ისინი ითხოვენ საეთერო დროის დათმობას.

მანამდე მათ სხვადასხვა თეატრებთან დააფიქსირეს მსვლელობა, ჰქონდათ დისკუსია თეატრების ხელმძღვანელებთან - მოითხოვდნენ კოლეგებისადმი სოლიდარობას, რომლებიც საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ პროევროპულ აქციებზე ან დააპატიმრეს. ერთ-ერთ მათ კოლეგას - ანდრო ჭიჭინაძეს, რომელიც სისხლის სამართლებრივი წესით არის დაკავებული, 9-წლამდე პატიმრობა ემუქრება წაყენებული ბრალის მიხედვით.

„მიხარია, რომ აქ ვხედავ ადამნიანებს, რომლებიც იბადებიან თავიანთი მაღალი მე-თი, მაგრამ ყველაზე მტკივნეული რაც არის, ასევე ვხედავ, რომ ადამიანები კვდებიან - ადამიანები, რომლებმაც სოლიდარობა ვერ გამოაცხადეს და ეს ყველაზე საშინელია“,- ამბობს მსახიობი ბაჩო ქაჯაია და დასძენს, რომ ეს მისთვის მოულოდნელი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S