Accentnews.ge
აფხაზურმა ცსკ–მ დე ფაქტო პრეზიდენტობისა და ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაასრულა

აფხაზურმა ცსკ–მ დე ფაქტო პრეზიდენტობისა და ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაასრულა

17/02/2020 13:18:13 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „პრეზიდენტობის“ კანდიდატებად დაარეგისტრირა ეკონომიკის მოქმედი დე ფაქტო მინისტრი ადგულ აძინბა, ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია და შს ყოფილი დე ფაქტო მინისტრი ლეონის ძიაბშბა.

დე ფაქტო ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატად არძინბასთან ერთად დარეგისტრირდა ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი არდა აშუბა, ბჟანიასთან ერთად – კულტურის დე ფაქტო ექს–მინისტრი ბადრა გუნბა, ძიბშბასთან ერთად – ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრის ყოფილი მოადგილე ვიქტორ ხაშბა.

ცნობისთვის: ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები 22 მარტისთვისაა დანიშნული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S