Accentnews.ge
პროტესტს რუსთაველზე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან: "ჩაფრენის ადგილი - თავისუფლება!"

პროტესტს რუსთაველზე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან: "ჩაფრენის ადგილი - თავისუფლება!"

06/12/2024 16:51:41 საზოგადოება

"გამგზავრება საქართველოდან, ჩაფრენის ადგილი - თავისუფლება", - ამ შინაარსის ბილეთების ფორმის პლაკატებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციას ტურიზმის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

მე–9 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება.

თბილისში აქციის მონაწილეები პარლამენტთან იკრიბებიან.

პარალელურად აქციებია ქვეყნის სხვა ქალაქებში, მათ შორის ბათუმში.

თბილისში და საქართველოს ქალაქების ნაწილში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან არ წყდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S