
იოზვიაკი: ევროკომისია „ოცნებას“ უვიზოს შესაძლო შეჩერების ასარიდებლად უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს
06/12/2024 17:43:16 პოლიტიკა
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
"ევროპული კომისიის ანგარიში ვიზალიბერალიზაციაზე: "შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების თავიდან ასარიდებლად, საქართველომ დამატებითი მყისიერი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა კომისიის რეკომენდაციები დააკმაყოფილოს, კერძოდ, ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის სფეროში". - წერს იოზვიაკი.