
იუკნევიჩიენე: მომავალ კვირას საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაცია ჩამოვა
06/12/2024 18:21:06 პოლიტიკა
მომავალ კვირას საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაცია ჩამოვა, რომელსაც რასა იუკნევიჩიენე უხელმძღვანელებს.
"ჯერ კიდევ ევროპული ინტეგრაციის შეჩერებამდე და ასეთი ბრუტალური დარბევების წინ, ჩვენ მოვითხოვეთ ხელახალი არჩევნები ნეიტრალური ადმინისტრაციის ქვეშ. ჩვენ მომავალ კვირად საქართველოში ჩამოვალთ, შევცვდებით ხელისუფლების ლეგიტიმურ ორგანოებს: პრეზიდენტს, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს. აუცილებლად მოვინახულებთ ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილს, თუ ამის საშუალება მოგვცემენ. სამწუხაროდ, საქართველოში ახლა გაცილებით მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე აქამდე. რაც მთავარია, ეს ხდება ევროკავშირის წევრობის მსურველ, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაში. ზოგჯერ გვეუბნებიან, თქვენ ნაკლებად კრიტიკულები ხართ შუა აზიის ქვეყნებში მიმდინარე არჩევნების მიმართ. დიახ, ჩვენ უფრო კრიტიკულები ვართ, როდესაც საქმე კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას ეხება. მოთხოვნები და სტანდარტები ძალიან მაღალია", - განაცხადა "მთავარ არხთან" საუბრისას ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ.