
გალერი: "სანამ ივანიშვილი არ დაინახავს, რომ მისი ანგარიშები გაიყინა, ვერ მიხვდება, ჩვენ რას ვგულისხმობთ"
06/12/2024 19:23:57 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის ნიკა გვარამიასთვის 12–დღიანი პატიმრობის შეფარდების ფაქტს ეხმიენება და მიიჩნევს, რომ "ეს პოლიტიკური მართლმსაჯულებაა".
"ეს პოლიტიკური მართლმსაჯულებაა. ეს არის სრულიად გაუმართლებელი ქმედება, რომელსაც ვგმობ. "ქართული ოცნება" არასწორ გზაზე დგას, ასე არ იქცევიან დემოკრატიებში. არ მინდა, ვიფიქრო, რომ ეს უკვე არის ბელარუსის გზა, მაგრამ ჩვენ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან, ჩვენ უნდა დავასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი. სანამ ბიძინა ივანიშვილი არ დაინახავს, რომ მისი ანგარიშები გაიყინა, ვერ მიხვდება, ჩვენ რას ვგულისხმობთ. ამის შემდეგ კი უნდა დავასანქციროთ იმ სიის წევრები, რომლებიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიაში მოხვდნენ. ამ სიას აუცილებლად უნდა გადავხედოთ", - განუცხადა "მთავარ არხს" ევროპარლამენტარმა.