
სამართალდამცველებმა მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ერთი პირი დააკავეს
06/12/2024 19:48:24 საზოგადოება
სამართალდამცველებმა მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ერთი პირი დააკავეს.
როგორც სამართალდამცველმა განმარტა, მოქალაქის დაკავების მიზეზი მოქალაქის მხრიდან "პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა" გახდა.
პოლიციელები მეტროს სადგურში მოქალაქეებს აჩერებენ, უმოწმებენ ჩანთებს და სთხოვენ პირადობის მოწმობის წარდგენას. სამართალდამცველების სწორედ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა მოქალაქეების მხრიდან პროტესტი. მოქალაქეები შესაბამისი ჩხრეკის ოქმის გარეშე დათვალიერებას ეწინააღმდეგებიან.
თავად სამართალდამცველები მედიასთან განმარტავენ, რომ გატარებული ღონისძიება არა ჩხრეკა, არამედ "ზედაპირული შემოწმებაა".