Accentnews.ge
თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანა და სპეცტექნიკა განლაგდა

თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანა და სპეცტექნიკა განლაგდა

06/12/2024 20:04:17 საზოგადოება

თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის სამი მანქანა და სპეციალური ტექნიკა განთავსდა. ადგილზე მობილიზებული არიან საპოლიციო ძალებიც.

მე–9 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება.

თბილისში აქციის მონაწილეები პარლამენტთან არიან შეკრებილნი.

პარალელურად აქციებია ქვეყნის სხვა ქალაქებში, მათ შორის ბათუმში.

თბილისში და საქართველოს ქალაქების ნაწილში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან არ წყდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S