
სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყო, ძალის გამოყენებით აკავებენ დემონსტრანტებს
06/12/2024 20:43:03 საზოგადოება
სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყო.
ძალის გამოყენებით აკავებენ დემონსტრანტებს. საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს წიწაკის სპრეი.
პარალელურად, ისმის გამაფრთხილებელი ხმა, რომ აქციის მონაწილეები დაიშალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებები.