07-12-2024 06:45:56 საზოგადოება
ვგმობთ მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ დაშლას, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.
არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, "დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობასა და მათ წამებას ძალადობრივი რეპრესიების ხასიათი აქვს, რაც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს".
“ბიძინა ივანიშვილის პოლიციის წარმომადგენლები, როგორც ძალადობრივი ჯგუფები, ფიზიკურად უსწორდებოდნენ არა მხოლოდ უშუალოდ აქციის ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს, არამედ მიმდებარე ქუჩებზე მყოფ ადამიანებსაც. ისინი იტაცებდნენ ადამიანებს და ადგილზე ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ.
მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს საქართველოს მოქალაქეების დევნა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეპრესიული მიზნებით გამოყენება.
აღნიშნულ ქმედებებს, დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობასა და მათ წამებას აქვს ძალადობრივი რეპრესიების ხასიათი. ყოველივე თავისი მასშტაბით წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. მსგავს ქმედებებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გმობს მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოება“, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში.