07-12-2024 07:01:16 საზოგადოება
„პალიტრანიუსის“ ჟურნალისტსს მარიამ მაზიაშვილს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მობილური ტელეფონი დაუმტვრია, რითაც პირდაპირ ეთერში მუშაობდა, – იუწყება "ინტერპრესნიუსი".
„ვიღებდი და ნუ გვიღებო, ტელეფონი დამიგდო დაბლა. „ლაივი“ მქონდა, ტელევიზიაში ვიყავი ჩართული. პრესკარტა მიკეთია, იცოდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი, განგებ მოვიდა და დამიმტვრია ტელეფონი“, - აცხადებს მარიამ მაზიაშვილი.
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაახლოებით 00:35 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები. ძალადობრივად დააკავეს რამდენიმე პირი. არიან დაშავებულები.