
პრეზიდენტი: თუ ქუჩებში "ძალადობა შეწყდა", რა არის დღევანდელი სასტიკი დარბევის მიზანი?
07/12/2024 03:03:47 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
"თუ ქუჩებში "ძალადობა შეწყდა", რა არის დღევანდელი სასტიკი დარბევის მიზანი? დედისგან ბავშვის გატაცება? შურისძიება ქალებზე?", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და აზიარებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას,რომელშიც იგი ამბობს:
"როგორც კი ჩვენ მოვშალეთ ძალადობის კერა, როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში. როდესაც არ იყო ძალადობა , არ იყო არც შსს-ს რეაქციაც".