
„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს პოლიციელთა თანდასწრებით ნიღბიანი "ტიტუშკები" დაესხნენ თავს
07/12/2024 18:28:33 პოლიტიკა, სამართალი
„ტვ პირველის“ ცნობით, ტელეკომპანიის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს ცოტა ხნის წინ ბესიკის ქუჩაზე ნიღბიანი „ტიტუშკები“ დაესხნენ თავს, პროცესს პოლიციის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. შედეგად გატაცებულია ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა.
„ჩვეულებრივი ყაჩაღებივით მოქმედებდნენ. მაროდიორები არიან შავი ნიღბებით. მექმნება შთაბეჭდილება, რომ თბილისში "მხედრიონი" დაბრუნდა... მიკროფონი წაიღეს, კამერა წაიღეს, ორივეს გვირტყეს, გვეძახდნენ - "რას აშუქებთ, თქვე ბო*ებოო?"... პატრული იქვე იდგა, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, უბრალოდ წავიდა" - უამბო კოლეგებს მაკა ჩიხლაძემ, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავს.
ცნობისთვის: გადამღები ჯგუფი ამ შემთხვევამდე სწორედ შავოსან ნიღბიანთა ქმედებებს აშუქებდა, რომლებიც რეუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებში ოპერირებენ, ხალხს ფიზიკურად უსწორდებიან და ძარცვავენ.