
"ტიტუშკების" თავდასხმა "კოალიციის ცვლილებებისთვის" ოფისზე: სასტიკადაა ნაცემი ორი პირი
07/12/2024 18:46:53 პოლიტიკა, სამართალი
„კოალიციის ცვლილებისთვის“ ოფისში ცოტა ხნის წინ 50-მდე ნიღბიანი შავოსანი ე.წ. ტიტუშკა შეიჭრა და ორ პირს, მათ შორის პოლიტიკოს კობა ხაბაზს სასტიკად გაუსწორდა.
„ლიფტიდან გამოსულს დამესხნენ თავს. კიბეებთან შავებში ჩაცმული 50 კაცი იყო. როგორც კი დამინახეს, "აგერო!" - დაიძახეს და ჩამარტყეს, თავში მირტყეს... აშკარაა, რომ დავალებული ჰქონდათ, ეცემათ ვინმე" - ყვება კობა ხაბაზი და იქვე დასძენს, რომ ვეღარც თავის მობილურ ტელეფონს მიაკვლია.
ნიღბების გამო კოალიციაში თავდამსხმელთა იდენტიფიცირება ამ ეტაპზე ვერ მოახერხეს.