
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა
17/02/2020 14:21:08 საშინაო პოლიტიკა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა.
ვალერი გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება გასულ სასესიო კვირას შეუწყდა. აღნიშნულის მიზეზი კოპალიანის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად არჩევაა.
ვალერი გელაშვილი საქართველოს პარლამენტის მე-5, მე-6 და მე-8 მოწვევის დეპუტატი იყო.