Accentnews.ge
ზურაბიშვილი პარიზში მასკსაც შეხვდა

ზურაბიშვილი პარიზში მასკსაც შეხვდა

07/12/2024 22:03:30 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში კომპანია SpaceX-ის გენერალურ დირექტორს, არჩეულ პრეზიდენტ დონად ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის სახელმწიფო ეფექტურობის მიღწევის დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელ ილონ მასკსაც შეხვდა.

"აზრთა შესანიშნავი გაცვლა მქონდა ილონ მასკთან საქართველოში არსებული სიტუაციის თაობაზე. მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, მივესალმო მას ჩვენს ქვეყანაში" - წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი და მასკთან ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.

ცნობისთვის: პარიზში ნოტრდამის აღდგენილი ტაძრის საზეიმო გახსნაზე ჩასული ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ ტრამპსაც შეხვდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S