
სალომე ზურაბიშვილი პარიზში იტალიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
08/12/2024 00:02:15 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის შეხვდა.
"შესანიშნავი დისკუსია მქონდა პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან. ვამხილე საგანგაშო რეპრესიები, რომელიც საქართველოში ხდება. მადლობა გადავუხადე პრემიერ-მინისტრს იმისთვის, რომ იტალია მტკიცედ უჭერს მხარს EU-ს მხრიდან ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ძლიერ და გადამწყვეტ პოზიციას. მადლობა იტალიას" - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.
ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტი პარიზში ნოტრდამის რესტავრირებული ტაძრის საზეიმო გახსნაზე იყო მიწვეული. მას რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის - აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.