
მოსკოვი "ოცნების" სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს
08/12/2024 15:20:58 პოლიტიკა
მოსკოვი "ქართული ოცნების" სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ მხარდაჭერას არ წყვეტს. კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე მრავალათასიანი პროტესტის ფონზე სადავო ლეგიტიმაციის მქონე მმართველ გუნდს დღეს კიდევ ერთხელ გამოესარჩლა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომლის მტკიცებით, "ოცნების" კურსი ქართველების კანონიერ ეროვნულ ინტერესებს ასახავს".
"საქართველოსა და რუმინეთში იმარჯვებს ადამიანი, რომელიც რუსეთს არ წყევლის. ის ხომ არსად არ გვაქებს, არამედ არ გვწყევლის მისი დანარჩენი "პუბლიკისგან" განსხვავებით, რომელიც არჩევნების გარშემო ტრიალებს და სურთ გარკვეული პოლიტიკური პოსტების დაკავება.როდესაც მოლდოვაში ღიად, უმძიმესი დარღვევით, რუსეთში მცხოვრებ ნახევარ მილიონ მოლდოველს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს, ძლივს იმარჯვებს კანდიდატი, რომელიც დასავლეთს აწყობს - ქალბატონი მ. გ. სანდუ. იქ არავის საუბრობს არანაირ დარღვევაზე, გადახედვასა და კონსტიტუციურ სასამართლოზე.საქართველოში არჩევნებამდე ორი თვით ადრე ეუთოს 500 დამკვირვებელი იმყოფებოდა. ისინი ყველაფერს მოედნენ, შეამოწმეს და საჯაროდ გამოაცხადეს, რომ არ იყო არანაირი არსებითი დარღვევა. ყველაფერი ლეგიტიმურია.ეუთოს მოსაზრებამ, რომელიც ჩვენი დასავლელი კოლეგებისთვის ყურადსაღები ინსტრუმენტია, "არ იმუშავა", რადგან მათ არ მოსწონთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც ხელახლა აირჩიეს და ატარებს კურსს, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის კანონიერ ეროვნულ ინტერესებს, მისი ნების შესაბამისად" – განაცხადა ლავროვმა რუმინეთში ჩატარებული არჩევნების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.