არველაძე: ერთი ქართველის, აჩიკო არველაძის ბოდიში ყველა იმ ოჯახს, ვინც ნაცემია

08-12-2024 22:07:14 საზოგადოება ,ციტატა

"ძალიან მიჭირს, რაიმე სიტყვა მოვძებნო იმის შემხედვარე, რასაც ვუყურებ ტელევიზორში. ერთადერთი, მე შემიძლია, ბოდიში მოვიხადო პირადად... ყველა იმ ნაცემის ოჯახს მოვუხადო ბოდიში... ყველაზე მეტად რაზეც მწყდება გული: 52 წლის ვარ, ამ ქალაქში დაბადებული, მგონია, რომ რაღაც პატარა წარმატებას მივაღწიე, რაღასც ოცნება ავისრულე, მგონია, რომ ფეხით რომ გავალ სადღაც, ვიღაც მომესალმება...26 წლის წინ, 17 წლის ვიყავი და აქ დავდიოდით ჩვენ აპრილის დღეებში და ყველაზე მეტად რაზეც ვბრაზდები, არ მეშინოდა არაფრის - შეიძლება, ბევრი რაღაც არ მესმოდა, მაგრამ არ მეშინოდა და იმაზე ვგიჟდები, რომ ახლა მეშინია... ყველაზე უფრო, გარდა იმ ჩემი ბოდიშისა, მეგონა, რომ არასდროს არ შემშურდებოდა და ახლა ვფიქრობ, რომ მშურს - ამ ახალგაზრდების მშურს, იმ ნაცემი, დალეწილი ბიჭების მშურს - მშურს, რომ აქვთ ამის ატანის, გაძლების [ძალა] და იმედი იმისა, რომ ეს ქვეყანა ოდესმე მაინც დალაგდება. არ ვიცი, ჩემი აქ ყოფნით, რამის თქმით რა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ერთი ქართველის, აჩიკო არველაძის ბოდიში მიიღოს ყველა იმ ოჯახმა, ვინც ახლა იმ დღეშია - მკურნალობს და ვინც ახლა ნაცემია",- თქვა რუსთაველზე, სატროტესტო აქციაზე გასულმა არჩილ არველაძემ "ფორმულასთან".

.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები