
რას ყვება საპოლიციო ძალების მიერ ნაცემი კიდევ ერთი ექიმი
09/12/2024 07:46:18 საზოგადოება
ექიმი სანდრო მეტრეველი, რომელიც აქციაზე დაშავებულ ხალხს ეხმარებოდა, თავადაც გახდა საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.
"მე ვნანობ, რომ გუშინ წინ ღამით აქციიდან ცხოვრებაში პირველად ადრე წამოვედი.მე გუშინწინ მაგინეს, შემიგინეს ყველაფერი რაც ჩემთვის ძვირფასია, მე გუშინწინ სასტიკად გამისწორდნენ. გამისწორდა ხალხი რომლებსაც ალბათ სამშობლოს და ადამიანთა სიყვარული სახლში სხვანაირად ასწავლეს. საზარდულში მირტყა ადამიანმა, რომელიც ალბათ ამისგან სიამოვნებას იღებდა, ჩაკეცილს ხელები გამიკავეს და სახეში მუშტები და წიხლები მირტყეს, შემდეგ კი სურათები გადამიღეს ადამიანებმა, ვინც ალბათ ახალწელს ჯერ მხოლოდ ჩემს ცემაში პრემიად დარიცხულ 200 ლარად შემწვარ გოჭს მიიტანს და ბარაქიანი წლისა და საყოველთაო მშვიდობის სადღეგრძელოს დალევს. ალბათ ახალ ჩექმასაც იყიდის, ძველი ჩემი სისხლითა აქვს მოთხვრილი. ძალიან მინდოდა დამეწერა 41 ზომას თქო მაგრამ ფაქტია თვალთან იარად და ნახეთქად გადღაბნილი პროტექტორის 3იანი და 9რიანი ასევე ჩექმის ჯვარი(ვინ სალაშქრო ჩექმას ხმარობს მიხვდება) მატყვია. ეს ბიჭები ჩემხელები და ალბათ ჩემზე პატარებიც იქნებიან. გული და ღირსება რამხელა ექნებათ, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ნიღბის და შავი ფრომის ქვეშ ვერ დავინახე, ალბათ, ძალიან პატარა",- ამბობს მეტრეველი.
ის იხსენებს, რომ საპოლიციო ძალებმა შინ მიმავალი დააკავეს:
"რედისონის პარკინგზე გადავადგილდებოდი, ჩემი მოპედისკენ როდესაც რესპუბლიკის მოედნიდან გდდს [განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი] ხალხმა შემამჩნია და გინება დამიწყო "აქციიდან მოდიხარ ხო.......", რაზეც გავჩერდი და დავუდასტურე. გაქცევას აბა აზრი არ ჰქონდა უკვე მორბოდნენ და რამდენიმე მეტრში იყვნენ. გეტყვით, რომ პირველი რაც ქნეს, იყო, რომ წამართვეს კუთვნილი ჩანთა და ჯიბიდან ამომიღეს მობილური ტელეფონი. რეპლიკით "ჯერ ტელეფონი წაართვით ლაივში არ გავიდეს". პარალელურად გადამიყვანეს რესპუბლიკის მოედანზე სადაც ასობით იყვნენ და ჩხრეკდნენ ჩემს ჩანთას. არ ჰქონდათ რეაქცია იმ ფაქტზე, რომ მივდიდი სახლში, რომ ვიყავი ექიმი, რომ წინააღმდეგობას არ ვუწედი. მათ კი მივყავდი მხოლოდ იმ მითითებით "კამერებს მოარიდეთ" სასურველ ადგილას რომ დამიგულეს და ჩანთაში რესპირატორი მიპოვეს, აი, იქ აენთნენ და ჩამწიხლეს. [...]
მერე შემაგდეს დაკავების მანქანაში სადაც პირქვე დამხობილს კიდე მომხვდა და დამადეს ხელბორკილები. მიმიჯინეს ბიჭს, რომელიც ჩემამდე ყავდათ ნაცემი და საკუთარი სისხლით ჰქონდა არემარე მოთხვრილი. ტანის სამოსზე საუბარი ზედმეტია. ჩემი ვითომ დამკავებელი მერე მხოლოდ იმაზე წუწუნებდა, ქურთუკი დამისვარაო. ეს ჩემზე ბევრად უფრო ნაცემი ბიჭი იყო - გიორგი დარბაიძე. ადამიანი, რომლის გაცნობადაც მთელი ეს თავის ტკივილი ღირდა. მოგვიჯდნენ ჩვენ ჩვენი ვითომ დამკავებელი პატრულ ინსპექტორები, სულ რაღაც 20 და 23 წლის ბიჭები (სასამართლოზე მოწმედ წოდებულები) და წაგვიყვანეს კახეთის გზატლეცილზე შსს-ს განყოფილებაში. პოლიციის რადიო საინტერესო სიხშირეა. გზაში ისმოდა (კიდე 3 ბატი გვინდა და გავდივართ) მეგაფონიან ხალხს დაურეკეთ ხალხი აქეთ გაუშვან, კიდე ცოტა აცადე და რო შემცირდება ხალხის ნაკადი ეგეც გადაკეტეთ".
მეტრეველი იხსენებს, რომ განყოფილებაში დამოკიდებულება შეიცვალა, "იქ ყველა კარგი პოლიციელი გახდა ვინც ყველაფერს საშენოდ გეუბნება":
"იქ ოქმებს შაბლონებად ავსებდნენ და შენ მხოლოდ ციფრები ხარ. იქიდან იწყება უკვე შენზე მუშაობა - რად გინდა ადვოკატი, ამასაც ხელი მოაწერე აზრი არ აქ, შეხედე მე შენ დასახმარებლად ვარ, ისენი რო გირტყავდნენ მე გავაჩერე, ახლა ოქმს ისე შევადგენ, მოსამართლემ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მოგცეს, მოდი შენ ტელეფონი და ჩანთა რო წაგართვეს ეგ ხო რეალურად დაკავებისას დაკარგე. მაგას შენს საქმეს დავურთავ. და მაგეებსაც მერე დაგიბრუნებენ (რომ ჩაეძიები დაბრუნება მერე იცვლება რამდენიმე კვირით, კვირეები 50/50 ზე შანსით, და ესეც მერე გაურკვეველი რჩება. იმიტომ რომ 400 ზე მეტი ადამიანი დააკავეს ჯერჯერობით და აბსოლუტურად ყველას, იღბლიანი რამდენიმეს გამოკლებით, წაართვეს პირადი ნივთები, რომელიც ჯერ არავისთვის დაუბრუნებიათ.) აი, შენ ამ ცარილე ქაღალდზე ხელი მომიწერე და ყველაფერს ხუთიანზე გავაკეთებ, დედაჩემს ტერეზა ჰქვია და ათასი სისუსლელე. არავინ გარეკინებს, ადამიანებს მხოლოდ პროფესიის და სოციალური სტატუსის მიხედვით ექცევიან შედარებით კარგად ან ვითომ ძალიან კარგად. იქ პოლიციელი ცოტაა, ძირითადად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ან სავალდებულოს ხალხია. ერთმა ოფიცერმა ერთი დაკავებული ამოიცნო, თქვენი მეგობარი ჩემი ლექტორია რობაქიძეშიო.იმ ყინვა სიცივეში გავიცანი უკეთილესი ბიჭი - ნიკა ბერიძე, ასევე თაროელი და მუდამ პოზიტიურად მოფიქრალი, მისი შემხედვარე მე შიშის უფლებაც კი არ მოქნდა. მაფიქრებდა მხოლოდ ის რომ არავინ მარეკინებდა მშობლებთან, რომლებიც ყოველთვის ყველაზე მეტად ნერვიულობენ. იზოლატორში დაგარეკინებთო."გამიმართლა" რეგიონების იზოლატროში ადგილი არ იყო. არც ბათუმში არც თელავში ამიტომ, თავი ზაჰესში ამოვყავი, მაგრამ იქაც ორბელიანი მეტრო ხუთის ნახევარზე მიმიყვანეს და დილის 10 ზე მე-15 კაცად შევედი".
ამბობს, რომ მისი ახლობლებისთვის არავის დაურეკავს, თუმცა ახლობლებმა თავად გაარკვიეს ადგილსამყოფელი.
"დღეს დილით კი სასამართლომ საოცარი სპექტაკლი დადგა. ბილეთებში კი 2300 ლარი აიღო. ალბათ მერე ისევ ჩვენს ცემატყეპაში რომ ჩაასხას. უნებურად ვმონაწიელობდით მე, ჩემი ადვოკატი ნინო ლომინაძე და მოსამართლე ნინო ენუქიძე, ტუჩებდაბერილი პროკურორი, რომელსაც ტელეფონში უფრო მეტს იყურებოდა, ვიდრე მაღლა და ორი მოწმე პოლიციელი. აბსურდის სპექტაკლია ეს იმიტომ, რომ პროკურორი გარეთ მოწმედ მომლოდინე პოლიციელებს "ვათსაფში" წერდა საქმის მიმდინარეობის თითოეულ დეტალს, თუ რა უნდა ელაპარაკათ, აბსურდის თეატრია იმიტრომ, რომ ამ ორმა ინტელექტუალმა ნორმალურად ისიც ვერ დაიმახსოვრა მე სად ვიდექი და ვის ვაგინებდი. (ორი უერთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცეს) ერთმა თქვა, "მე მაგინებდაო" მეორემ თქვა, "მთავრობას აგინებდაო". ერთმა თქვა რედისონის პარკინგზე იყოო, მეორემ თქვა რესპუბლიკის მოიდედნის გადასწვრივ ზებრაზეო (რუსთაველის მეტროს მხარე იგულისხმა)საბოლოოდ თურმე, რედისონის პარკინგზე უამრავ ხალხთან ერთად (პარკინგზე მარტო ვიყავი) რომლებიც ქვებს და ფოიერვერკებს ისროდა მე დიადი მთავრობის გინებით ვიყავი დაკავებული, თურმე არა ერთ გზის მომიწოდა ჩემმა დამკავებელმ პოლიციელმა (რომელიც პირველად მანქანაში ვნახე) სიმშვიდისკენ, თურმე მე აგრესიულად და ჯანიანად გამოვიყურებოდი და ვინაიდან ვერ გამიმკლავდებოდა, გდდს სთხოვა ჩემი აყვანა. კითხვაზე ესე იგი ცემას და ნივთების გაჯიბვას შეესწარითო. დაბნეულ პოლიციელს მოსამართლე წამოეშველა და კითხვის აცილება გააკეთა. მე სასამართლომ მცნო დამნაშავედ, ხულიგნად და კანონდამრღვევად. ხოლო ორგანიზებულ კრიმინალთა ჯგუფი წესრიგის უპირობო დამცველებად".