Accentnews.ge
პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ სწრაფად, როგორც პიროტექნიკის რეგულაციის, ისე შეკრებისას შენიღბვის აკრძალვაში

პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ სწრაფად, როგორც პიროტექნიკის რეგულაციის, ისე შეკრებისას შენიღბვის აკრძალვაში

09/12/2024 07:45:16 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ "მნიშვნელოვანია იმოქმედონ სწრაფად, როგორც პიროტექნიკის რეგულაციის, ისე შეკრებისას შენიღბვის აკრძალვაში"

„უნდა იყოს შესაძლებელი ადამიანების იდენტიფიცირება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, როდესაც ადამიანი არის შენიღბული და ის გრძნობს, რომ მისი იდენტიფიცირება არის გართულებული, ის, რა თქმა უნდა, უფრო თამამია კანონდარღვევაში და თამამია კანონდარღვევაში, თამამია აგრესიაში. ასე რომ ჩვენ მივყვებით იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც არსებობს ევროპაში, ავიღებთ ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს, ევროკავშირში ამ მხრივ არის რეგულაციები ზოგ ქვეყანაში, როცა მთლიანად ზოგადად საჯარო სივრცეში აკრძალულია სახის დაფარვა, ჩვენ მივყვებით უფრო მსუბუქ რეგულაციას იმ ქვეყნებისა, სადაც ასეთი რეგულაციები მოქმედებს მხოლოდ შეკრებების დროს. […] რაც შეეხება ტექნიკურად ამის მოწესრიგების საკითხს, მიმდინარე კვირაში განვიხილავთ მათ შორის პიროტექნიკის რეგულაციის საკითხებს, როგორც მისი შემოტანა, რეალიზაციის საკითხებს, რაზეც დიდი ხანია, მიდიოდა საუბარი, მათ შორის წინა მოწვევის პარლამენტში და ამ მოვლენებმა გვაჩვენა რამდენად მნიშვნელოვანია რომ ეს სფერო იყოს მოწესრიგებული. [...] ეს რეგულაციები დიდი ხანია განსჯის საგანი იყო პარლამენტში და ამ მოვლენებმაც გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ სწრაფად, როგორც პიროტექნიკის რეგულაციის საკითხებში, ისევე საჯარო შეკრებების დროს შენიღბვის აკრძალვაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S