Accentnews.ge
ნაცვლიშვილი: დღეს მივმართავთ ევროპის საბჭოს და გაეროს ორ შესაბამის ორგანოს, რომელთა მანდატი არის რეაგირება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე

ნაცვლიშვილი: დღეს მივმართავთ ევროპის საბჭოს და გაეროს ორ შესაბამის ორგანოს, რომელთა მანდატი არის რეაგირება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე

09/12/2024 08:20:13 პოლიტიკა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ოპოზიციური პარტიების ერთობლივ საინფორმაციო ბრიფინგზე თქვა, რომ "თვითმარქვია რეჟიმი ჩადის საერთაშორისო დანაშაულებს, მათ შორის საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულს".

მან თქვა, რომ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს გამოიყენებენ მოძალადეების დასასჯელად.

მან გაიხსენა, რომ შექმნილია სამუშაო ფორმატი, რომლის ამოცანაცაა, "არც ერთი ძალადობა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელსაც ჩადის რუსული თვითმარქვია არალეგიტიმური რეჟიმი, არ დარჩეს დაუსჯელი".

"ამ ეტაპზე ჩვენ იდენტიფიცირებული გვყავს ათასობით დაზარალებული, რომლებიც გახდნენ არა მხოლოდ ქართული სამართლის, არამედ საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლები. თვითმარქვია რეჟიმი ჩადის საერთაშორისო დანაშაულებს, მათ შორის საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულს. ჩადის დანაშაულს, რომელიც გათვალისწინებულია არაერთი საერთაშორისო კონვენციით. შესაბამისად, ჩვენ არ დავტოვებთ არც ერთ შესაძლებლობას, საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელსაც არ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დაისაჯოს თითოეული მოძალადე და დაისაჯონ ამ თვითმარქვია რეჟიმის თანამდებობის პირები, რომლებიც გასცემენ ბრძანებას ადამიანების წამებაზე, მათ რეპრესიებზე და აწარმოებენ ადამიანების დევნას პატრიოტული, პოლიტიკური ნიშნით.

დღეს ჩვენ მივმართავთ ევროპის საბჭოს და გაეროს ორ შესაბამის ორგანოს, რომელთა მანდატი არის რეაგირება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე კონკრეტული მტკიცებულებით, კონკრეტულ დაზარალებულებზე და კონკრეტულ დამნაშავეებზე. ეს გაგრძელდება. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა გქონდეს იმედი, რომ ახალი არჩევნების შემდეგ, როგორც კი აღდგება ქვეყანაში კანონის და კონსტიტუციის მოქმედება, ეს ადამიანები ვინც დღეს ძალადობენ, ქართული მართლმსაჯულების წინაშე აგებენ პასუხს. მანამდე, ვინაიდან თვითმარქვია ხელისუფლებამ შეაჩერა კანონისა და კონსტიტუციის მოქმედება, მივდივართ საერთაშორისო სამართლით. გამოვიყენებთ ამ მექანიზმს საქართველოს მოქალაქეების დასაცავად“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S