Accentnews.ge
ციხელაშვილი: "ცხინვალის რეგიონში აფთიაქებიდან ქართული მედიკამენტების ამოღება ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციაა"

ციხელაშვილი: "ცხინვალის რეგიონში აფთიაქებიდან ქართული მედიკამენტების ამოღება ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციაა"

17/02/2020 15:07:10 კონფლიქტები

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში აფთიაქებიდან ქართული მედიკამენტების ამოღების ფაქტს "ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციად" აფასებს.

„საუბედუროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიზანმიმართულად მიმდინარეობს იქ მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ზოგადად ამ რეგიონების იზოლაცია დანარჩენი საქართველოსგან. ის, რომ ქართული წარწერებით მედიკამენტებს ამოღება დაიწყეს რამდენიმე დღის წინ და დღესაც გრძელდება, პირდაპირაა მიმართული ადამინების წინააღმდეგ და არა მხოლოდ ქართველები, არამედ ძალიან ბევრი ეთნიკური ოსი მოსახლე ზარალდება. ეს წამლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთლიანად რეგიონის მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

ამასთან, მინისტრმა ახალგორის ოკუპირებული რაიონის მიმართულებით გადაადგილების აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საკითხი ჟენევის თანათავმჯდომარეებთან უკვე განიხილა.

რაც შეეხება მასწავლებლებს, ციხელაშვილი თქმით, მათი ეთნიკური ნიშნით გათავისულებაც დისკრიმინაციული პოლიტიკის გამოვლინებაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S