მთავრობა დასავლეთ საქართველოში 41 გაზსადენს ყიდის

09-12-2024 13:35:27 პოლიტიკა ,ეკონომიკა

საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა აზერბაიჯანული კომპანია Socar Gas-ისთვის დასავლეთ საქართველოს რეგიონებში რამდენიმე ათეული გაზსადენის პირდაპირი წესით მიყიდვის გადაწყვეტილებას. შესაბამის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.

საუბარია 19,8 მლნ ლარად ($7 მლნ-ად) იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ჯამში 41 გაზსადენის პრივატიზებაზე.

პროცესი 17 წელზეა გათვლილი. გადახდები 2023 წლიდან დაიწყება.

შეთანხმებული განრიგის თანახმად, "სოკარი" სახელმწიფოს 10 წლის განმავლობაში ყოველწიურად 2 მლნ ლარს გადაუხდის.

ცნობისთვის: აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR საქართველოს ნავთობისა და გაზის ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. კომპანიათა ჯგუფი SOCAR Gas ბუნებრივი აირით საქართველოს მასშტაბით 851 ათასზე მეტ აბონენტს უზრუნველყოფს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები