ომბუდსმენი აშშ-ის ელჩს, მათ შორის სამართალდამცველთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე რეაგირების აუცილებლობაზე ესაუბრა

09-12-2024 14:18:16 პოლიტიკა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, "შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებზე და აპარატის საქმიანობაზე ისაუბრა, მათ შორის, აქციის მონაწილეთა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მონახულებაზე, გამოძიებისთვის მასალების თავმოყრასა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი მიწოდებაზე. ხაზი გაუსვა სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე რეაგირების აუცილებლობას".

მისივე ინფორმაციით, "ელჩმა მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს საგანგებო რეჟიმში მუშაობისა და იმ საქმიანობისთვის, რასაც აპარატი ეწევა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების დასამკვიდრებლად".

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები