დიხამინჯია: ვინც ახლა დაიღლება, ზომბი გახდება

09-12-2024 15:15:04 საზოგადოება ,კომენტარი

ახლა ხელოვნურ ინტელექტზე ვიეტნამში ლექციას უნდა ვკითხულობდე, მაგრამ ავუხსენი ვითარება და გაგებით მოეკიდნენ,- ამბობს ნანა დიხამინჯია, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით დაბრუნდა.

ამბობს, რომ ცდილობდა საინფორმაციო ომში გარედან ჩართვას, თუმცა ეს საკმარისად არ მიიჩნია, ფიქრობს რა, რომ ქვეყანა კრიტიკულ ფაზაშია.

„მე ძალიან მეშინია იმის, რომ ის რეაქციები, რაც ჩვენ ახლა უნდა გვქონდეს, შესაძლოა, ვერასდროს ვეღარ გვქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ 500-მდე ადამიანი სასტიკადაა ნაცემი, ძალიან რბილი რეაგირება გვაქვს! უნივერსიტეტების „ფეიჯებზე“, რომ შეხვალთ, ცარიელია, ეს ხალხი არსად ჩანს... აპრილიდან მართლა ვიცოდი, საით მივდივართ, მაგრამ მეგონა, რომ ეს ნელა წავიდოდა... ის რაც ამ 10 დღეში გააკეთეს, წარმოუდგენელი ტყერორია - აფხაზეთი მაქვს გამოვლილი, შემდეგ სამეგრელოში ვიყავი და მხედრიონის თარეში გამოვიარე, 90-იანები, შემდეგ სააკაშვილის ძალადობები - ასეთი არაფერი გვქონია, ასეთი სისტემური ძალადობა, როდესაც მთელი სისტემა ასე კოორდინირებულად... ახლა ვინც დაიღლება, ის გახდება ზომბი - სხვა გზა უბრალოდ აღარ გვაქვს. საუბრობენ ხოლმე საზოგადოების გახლეჩაზე და სად არის მეორე ნაწილი? მეორე ნაწილი არის ან მოსყიდული და საკუთარ სკამებს ჩაჭიდებული ხალხი, ან ის ხალხი, რომელსაც არ სცალია არც მედიაწიგნიერებისთვის, არც კრიტიკული აზროვნებისთვის - ყოველდღიური პურის შოვნაზეა გადასული, საღამოს სახლში ნახევარი საათით ტელევიზორს რომ უყურებს, „იმედის“, „რუსთავი 2“-ის და საზმაუს ტოქსიკურობით იწამლება. მეორე ნაწილი იდეოლოგიურად არ არსებობს. ვინმე ამ ქვეყნის განვითარებაში რამე წვლილს თუ დებდა ჩემს ირგვლივ, 95% დგას აქციებზე, მათ შორის საჯარო სამსახურებიდან. ყველას ეშინია, მაგრამ სამსახურს დავკარგავთ კი არა, ყველანი ზომბები გავხდებით...ახლა ქალაქში დადის ურჩხული, თან ეს ურჩხული არის აბსოლუტურად არაადეკვატური და ნარკოტიკებზე შემჯდარი (ხარება) და მას ჰყავს (ყოველდღიურად ვკითხულობთ, რას წერენ ეს ნაცემი ადამიანები) 5 000 სადისტი - მე და ჩემი მეგობრები წავალთ (ყველას გვაქვს წასასვლელი, სტარტაპერებიც წავლენ, ტექნოლოგიების ხალხიც, ჰუმანიტარებიც) უცხოეთში და ისევ ეს ქოცები დარჩებიან მათ საჯიჯდგად. ბიჭებს რომ ეშინოდათ აჭარაში ჩასვლის იმიტომ, რომ აბაშიძის შვილი რომელ კლუბში შევარდებოდა თავის დაცვით და ვის რას დაახევდა თავზე, არავინ იცოდა, აი, ასე იცხოვრებენ. თავად დაფიქრდნენ, ვინ დარჩებათ, ვინ შექმნის ეკონომიკას!“,- ამბობს მეცნიერი.

Новости

Другие новости